ღამე, დიდუბის მეტროდან რომ გამოდიხარ, გვირაბის ბოლოს კაცები დგანან და საქართველოს სხვადასხვა ქალაქების სახელებს ყვირიან. მაგალითად "ბათუმი, ბათუმი!". ან "გორი, ხაშურიი", ბოლოში გაგრძელებული 'ი' ასოთი, ან კიდევ "ზესტაფონი, ქუთაისი" ან "ხაშური-ქუთაისი" ან "მცხეთა-თბილისი-ჯეიჰანი" და ა.შ. - ყველა შესაძლო კომბინაცია.
ხოდა გამოვდივარ იმ საღამოს და გვირაბის ბოლოში იდგა ეს კაცი, მწვანე მაისურით და მწვანე, ჩაციებული თვალებით - შორიდანვე თვალი გამისწორა და რომ მივუახლოვდი მთელი ძალით დაიღრიალა:
- ბათუმი, ქობულეთი, ქუთაისი, ზესტაფონიიი!!
მე რაღაცნაირად მომერიდა, მისი ეს ძალისხმევა უყურადღებოდ დამეტოვებინა, ამიტომ სასწრაფოდ ვუპასუხე ხაშურიგორიმცხეთათბილისი-მეთქი და შემდეგ, რათა მეტი არაფერი ეთქვა, (რადგან საკმაოდ გვიანი იყო და მსგავსი საუბრის გაგრძელების სურვილიც არ მქონდა), ჩქარი ნაბიჯით გავეშურე გაჩერებისკენ, სადაც არასოდეს არ დადიან სასურველი ავტობუსები.
No comments:
Post a Comment